საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2024 - 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტრაციის ინსტრუქცია

 აკადემიური   რეგისტრაციის ინსტრუქცია

 5 მარტი -10 მარტი

 

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა ხორციელდება წინაპირობების  შესაბამისად,  სასწავლო ცხრილების საფუძველზე. იხ.  ბმული

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება  28 თებერვალს

 

ბაკალავრიატის საფეხური

 

5 მარტს - 12 საათიდან   შესაძლებელი იქნება:

  • ძირითადი სპეციალობის/major/სასწავლო კურსების  არჩევა მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის (მაგალითად, სოციოლოგიის საგნები გაიხსნება  მხოლოდ  სოციოლოგიის მიმართულების  სტუდენტებისთვის)
  • საფაკულტეტო  სასწავლო კურსების  არჩევა.
     

 5 მარტს - 15 საათიდან   

  • ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სპეციალობის სტუდენტისათვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვისაც და ა.შ)

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში  კონსულტაციისთვის მიმართეთ შესაბამის მიმართულებებს:

 

  • საერთაშორისო  ურთიერთობები  – VI  კორპუსი, №201; 2250484  (6234)
  • სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – VI  კორპუსი, №201; 2250484 (6226)
  •  მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია (საზოგადოებრივი გეოგრაფია) – VI  კორპუსი,  № 201;  2250484  (6222)
  • პოლიტიკის მეცნიერება – VI  კორპუსი, №201;  2250484  (6223)
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია – VI  კორპუსი,  №201; 2250484  (6237)
     

მაგისტრატურის საფეხური

 

მაგისტრატურის საფეხურზე საგნებზე რეგისტრაცია დაიწყება 5 მარტს 12:30 საათიდან  

 

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში  კონსულტაციისთვის შეგიძლიათ  მიმართოთ მედეა უშარაული– VI  კორპუსი, №207; 2250484  (6224)

ირინე ჭუმბურიძე– VI  კორპუსი, №207; 2250484  (6238)

 

გისურვებთ წარმატებებს

თარიღი: 21/02/2025